31/03/211 618 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

რატომ მოხვდა კობახიძის "რადიკალების" სიაში - ჯაფარიძე შეხვედრის დეტალებს იხსენებს

გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფორმულას გადაცემაში კომენტარი ყვება, რა ხდებოდა 7-საათიან შეხვედრაზე, რომელიც შეთანხმების გარეშე დასრულდა. მისი მონაყოლის მიხედვით, ქართული ოცნება ცდილობდა, ისე წაეყვანა პროცესი, რომ შეთახნმებაზე ხელის არ მოწერა ოპოზიციის პასუხისმგებლობად აღქმულიყო, თუმცა მედატორმა ამის საშუალება არ მისცა. ზურა ჯაფარიძე იმ ეპიზოდსაც იხსენებს, რის გამოც, კობახიძემ "რადიკალი" უწოდა.

ჯაფარიძე აღწერს პროცედურას, როგორ დაიწყო და რა ფორმატში გაგრძელდა მედიაცია.
"რომ მივედით, ყველა ერთად შეგვკრიბეს, შემდეგ ბატონმა დანიელსონმა აგვიხსნა პროცედურა. პროცედურა იყო ის, რომ დაგვირიგეს ტექსტი, შემდეგ გაგვანაწილეს ინდივიდუალურად პარტიები ცალცალკე ოთახებში, სადაც გვქონდა 1 საათი, რომ გვეფიქრა ამ დოკუმენტებზე. ამ პროცესში, 1 საათის განმავლობაში ჰქონდათ ინდივიდუალური კონსულტაციები, მათ შორის ჩემთანაც. ინდივიდუალური კონსულტაციების შემდეგ ისევ ერთად შეგვკრიბეს, როგორც ჩანს, უკვე იცოდნენ, რომ არც ერთი მხარე თანახმა არ იყო, ამ დოკუმენტზე ხელი მოეწერა. შემდეგ თვითონ დანისელსონმა დაიწყო ინდივიდუალური კონსულტაციები, დანარჩენები ერთად ვიყავით და ველოდებით, შემდეგ უკვე იყო ბოლო, ერთიანი შეკრება, სადაც ჩვენ მოგვეცა საშუალება, გაგვეგო, რა იყო ქართული ოცნების პოზიცია", - ამბობს ჯაფარიძე.
მისი განცხადებით, რეალურად მმართველი გუნდი იტყუება, როცა ამბობს, რომ 3 პუნქტზე თანახმა იყო, რადგან გაირკვა, რომ ისინი არც ერთ პუნქტს არ ეთანხმებოდნენ.
 "სინამდვილეში ისინი იტყუებიან, თუ მათ ხელის მოწერა უნდოდათ, უნდა მოეწერათ, საერთოდ არ იყო საჭირო მეორე მხარის ხელმოწერა. ყველაზე ზუსტი სიტყვა, რაც აღწერს მათ ქმედებას, არის ვირეშმაკობა. მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ ჯერ ოპოზიციას დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი და იცოდნენ, რომ ოპოზიცია მაგ ტექსტზე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების ნაწილზე არ დაეთანხმებოდა და შემდეგ ეთქვათ, რომ აი, ოპოზიცია არ აწერს ხელსო.
ცალსახად მინდა ვთქვა, რომ დანიელსონი ღირსეულად და პატიოსნად მოიქცა - ერთი და იგივე შეკითხვა ბევრჯერ გაუმეორა, რომ მოდი, ეს ორი საკითხი საერთოდ დავივიწყოთ და დანარჩენ 3 საკითხზე ხელმოწერაზე თუ ხართ თანახმაო. ისინი თავიდან ისხლიტავდნენ ამ პასუხს და ინგლისურად ამბობდნენ რაღაცებს, ჩონჩხზე ვართ პრინციპში თანახმაო. შემდეგ მოუწიათ კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება არა იმ 2 პრობლემურ, არამედ დანარჩენ 3 პუნქტზე და უცებ გაირკვა, რომ არაფერზე თანხმდებოდნენ - არც მართლმსაჯულების ნაწილში, არც საარჩევნო პუნქტის ქვეშ და არც ძალაუფლების განაწილების ნაწილშიც კი, რომელიც არავისთვის საინტერესო და კრიტიკული საკითხი არ იყო", - აცხადებს ჯაფარიძე.
ის ასევე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, რომელმაც შეხვედრაზე მყოფ თითქმის ყველა პოლიტიკოსს, მათ შორის ჯაფარიძეს, რადიკალი უწოდა. 
"რაც შეეხება იმას, მე რატომ მოვხვდი რადიკალებში - სწორედ იმის გამო, რომ დანიელსონმა რამდენჯერმე დაუსვა ერთი და იგივე შეკითხვა,  ამ 2 პუნქტს რომ დავანაბოთ თავი, იმ 3 პუნქტზე ხართ თუ არა თანახმაო, ისინი რამდენჯერმე გაექცნენ პასუხს, უბრალოდ გაურბოდნენ და პირდაპირ პასუხს არ იძლეოდნენ. რაღაც მომენტში მე 'ამომსხასავით', ოღონდ არაფერი უზრდელური არ მითქვამს, უბრალოდ მოვუწოდე, იქნებ ეპასუხათ მედიატორის დასმულ კითხვაზე, რაზეც გაღიზიანდა [კობახიძე] და ეს გაღიზიანება შემდეგ გარეთ ბრიფინგზე გადათარგმნა იმაში, რაც მოისმინა ყველამ", - იხსენებს ჯაფარიძე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მედიაციით გამართული მორიგი, 7-საათიანი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის განცხადებით, არცერთმა პარტიამ არ მიიღო გადაწყვეტილება და არ მოაწერა ხელი მის მიერ წარდგენილ დოკუმენტს. მან საქართველო უკვე დატოვა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA