22/01/201 479 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: newsroom.gy

საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა – The Economist

ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია The Economist Intelligence Unit-ის 2019 წლის დემოკრატიის ინდექსის  თანახმად, რომელსაც ჟურნალი “ეკონომისტი” აქვეყნებს, საქართველო 165 ქვეყანას შორის, ჰონდურასთან ერთად, 89-ე ადგილს იყოფს, ხოლო მისი ქულა, წინა წელთან შედარებით 0.08 ქულით გაუარესდა. საქართველო, ისევე როგორც გასულ წელს, ქვეყნების საერთო რეიტინგში 89-ე ადგილს იკავებს.
10-ქულიან სკალაზე, საქართველოს საერთო ქულა 5.42-ია მაშინ, როცა 2018 წელს 5.50 იყო. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი (3.21 ქულა) საქართველოს მთავრობის ფუნქციონირების კომპონენტში აქვს, ყველაზე კარგი კი (7.83 ქულა) საარჩევნო პროცესის და პლურალიზმის ნაწილში. 6.11 ქულა აქვს საქართველოს პოლიტიკური თანამონაწილეობის კომპონენტში, 4.38 – პოლიტიკური კულტურის,  ხოლო 5.59 – სამოქალაქო თავისუფლებების კომპონენტში.
დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებლით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო 19-ე ადგილს იკავებს და ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში რჩება. რეიტინგში საქართველოს უსწრებს მეზობელი სომხეთი, რომლის  მაჩვენებლის გაუმჯობესება, “ეკონომისტის” თანახმად მეტწილად სხვა ქვეყნების შეფასებების ვარდნამ განაპირობა.  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეტინგში 7.90 ქულით ესტონეთი ლიდერობს. საქართველოს მეზობლებს შორის ყველაზე ცუდი რეიტინგი აზერბაიჯანს აქვს, რომელიც 146-ე ადგილზეა. 134-ე ადგილს იკავებს რუსეთი, ხოლო 110-ეს – თურქეთი. მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის (165 სუვერენული სახელმწიფო და 2 ტერიტორია) დემოკრატიის ინდექსის საუკეთესო მაჩვენებელი ნორვეგიას აქვს, რომელიც 9.87 ქულით პირველ ადგილს იკავებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA