03/03/201 892 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

არჩილ თალაკვაძე - კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პრტიების მოსვლას ხელისუფლებაში იმ ლიდერებით, რომელთაც უმძიმესი სამართლებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფია აქვთ.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონგრესმენების განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა.
„მოვისმინე ადამ კინზინგერის ინტერვიუ ინგლისურ ენაზე. მან თქვა, რომ 2024 წლის არჩევნები საჭიროა, რომ დარჩეს პროპორციული სისტემით. თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და უკვე წერია კონსტიტუციაში. 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ. კონგრესმენმა მოუწოდა ყველა მხარეს, გააცნობიერონ პასუხისმგებლობა და შეთანხმებისკენ გადადგან ნაბიჯები. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სამართლიანი შეთავაზებები და პირობები. კონგრესში ჩვენი მეგობრებისა და ჩვენი პოზიცია არის საერთო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას შეთანხმებისკენ. მესმის, რომ კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მათ შორის, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილშიც. მინდა, ჩვენს კოლეგებს ოპოზიციის ამ ნაწილიდან ვუთხრა, რომ დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი სამართლებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფია. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი და ნურავინ შეეცდება, რომ ჩვენი მეგობრების განცხადებები ისე გადათარგმნოს, თითქოს ეს არის მათთვის პირადი მხარდაჭერა. კონგრესმენების განცხადებები ადასტურებს ერთადერთს, რომ საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA