გიორგი ვაშაძე - 110/40-ზე უნდათ? კი ბატონო, დაარეგისტრირონ, ჩვენგან ამას ნულოვანი მხარდაჭერა ექნება
110/40-ზე უნდათ? დაარეგისტრირონ, კი ბატონო, ამას ნულოვანი მხარდაჭერა ექნება ჩვენგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, ყველა მოატყუოს და ამ ტყუილისთვის როგორმე ოპოზიცია დაშალოს.
„ხელისუფლებას აქვს ორი მიზანი - მოგვატყუოს ყველა და როგორმე დაშალოს ოპოზიცია რომ შემდგომ გააძლიეროს თავისი ტყუილის სიმძლავრე. ჩვენ არ მოვტყუვდებით, არც ერთ შემთხვევაში არ დავთანხმდებით და აქედან გამომდინარე, 110/40-ზე არის მიუღებელი და ამ ბარიერებთან დაკავშირებით მანიპულაციებს ნამდვილად არ ავყვებით. 110/40-ზე უნდათ? დაარეგისტრირონ, კი ბატონო, ამას ნულოვანი მხარდაჭერა ექნება ჩვენგან, ყოველ შემთხვევაში, იმ ოპოზიციისგან, რომელიც ფართოდ არის წარმოდგენილი და რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ელექტორალური მხარდაჭერა დღეს საქართველოში. ოპოზიცია თავის ქმედებებში ერთიანია. „ქართული ოცნება“ ჩიხშია - ვაჭრობს, გვატყუებს, ჩვენ იმ პოზიციაზე ვდგავართ, რაზეც ვიდექით პირველი დღიდან, როცა ნოემბერში გავიგეთ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდეს და პირველივე დღიდან რა პოზიციაზეც ვიყავით, იმაზე ვდგავართ. ვინც თამაშობს სკამებით და ფიქრობს, რომ მანდატებით ვინმეს იყიდის, ეს არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე განცხადებით, რაციონალური თანაფარდობა მათი მხრიდან გაჯღერებული იყო - 130/20-ზე, დანარჩენს ამ ეტაპზე არც ერთ შემთხვევაში არ განიხილავენ.