13/04/211 691 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

NGO-ები კრიზისის დასაძლევად აშშ-ის მეტი ჩართულობისთვის სენატორებს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამერიკელ სენატორებს, საქართველოში არსებული კრიზისის თაობაზე, წერილით მიმართეს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გახანგრძლივება, ხელს მხოლოდ კრემლს აძლევს, იმ ფონზე, როცა ქვეყანა სერიოზული გეოპოლიტიკური საფრთხეების წინაშე დგას.
მათი შეფასებით, კრიზისის დაძლევა და ქვეყნის დემოკრატიის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანი ფაქტორებია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფი გაწევრიანებისთვის.
"საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს დახმარებას თხოვენ შემდეგი მიზნების მიღწევაში:
  1. გაიზარდოს აშშ-ის მონაწილეობა ევროკავშირის ძალისხმევაში, რომელიც გულისხმობს მედიაციას ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის მიზნით. ცხადად უნდა იქნეს ნათქვამი, რომ სტატუს კვო, ანუ ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი, შეუთავსებელია ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრობასთან.
  2. უნდა მოხდეს კრიზისის დეესკალაცია ბრალდებულთა (ნიკა მელიას და გიორგი რურუას) პატიმრობიდან განთავისუფლებისა და საქმეების შეჩერების გზით, რომლებიც მომავალში რეფორმირებულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.
  3. დაყენებულ იქნეს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელების მოთხოვნა. უზენაესი სასამართლოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების (მათ შორის თავმჯდომარის) დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა. როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოვებული ბარიერით. ამ სისტემური ცვლილებების განხორციელება 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაიწყოს.
  4. წახალისებულ უნდა იქნეს ძალაუფლების განაწილება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის პარლამენტში. გენერალური აუდიტორისა და გენერალური პროკურორის დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა.
  5. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღებს ამ ვალდებულებებს, ოპოზიციამ უნდა დაიკავოს 2020 წლის არჩევნებში მიღებული ადგილები პარლამენტში, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკურ პროცესში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღწერილი რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში.
წერილს ხელს აწერენ:
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • ლიბერალური აკადემია თბილისი.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ახლა ქვეყნის განვითარების პროცესში სწორედ ის მომენტია, როდესაც გარე ჩართულობა აუცილებელია ამ კრიზისის დასასრულებლად. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ