22/01/201 546 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

საქართველოს მთავრობამ კონგრესმენების წერილი გაასაჯაროვა

საქართველოს მთავრობამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი გამოგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.
წერილში კონგრესმენები წერენ, რომ ისინი დიდი ხანია, არიან საქართველოს დემოკრატიული რეფორმების და დასავლური ინტეგრაციის მხარდამჭერები, თუმცა შეშფოთებული არიან დაპირებული დემოკრატიული რეფორმების უკან წაღების გადაწყვეტილებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტებთან დაკავშირებული ძალადობის გამო.
“ჩვენ ასევე აღელვებული ვართ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირების გამო”, – წერენ კონგრესმენები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კონგრესმენების თქმით, მათი მხრიდან წახალისებულია არჩევნების ლეგიტიმურობის დაცვა და საშინაო და საგარეო ჩარავებისგან დაცვის უზრუნველყოფა. წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლების – ადამ კინზინგერისა და ჯერალდ კონოლის მიერ საქართველოს პრემიერისთვის 2019 წლის 13 დეკემბერს მიწერილ წერილს გიორგი გახარიამ 17 დეკემბერს, ასევე, წერილით უპასუხა და განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდება.
“ჯერჯერობით, ბოლოდროინდელი ცნობები აღნიშნავს, რომ “ფეისბუქმა” დახურა საქაქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ანგარიშების ფართო ქსელი. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები ავრცელებდნენ ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ განწყობებს, უბრალოდ მიუღებელია”, – ნათქვამია კონგრესმენების წერილში. კონგრესმენები ასევე შეწუხებულები არიან  ინფორმაციით, რომ “ქართულმა ოცნებამ” განაახლა ძველი სამართლებრივი საქმეები პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ.
“მაშინ, როდესაც ზოგიერთ ამ საქმეს შესაძლოა ჰქონდეს საფუძველი, სხვები აღქმულია, როგორც ოპოზიციის წამყვანი პოლიტიკური ფიგურების, ახალი ამბების ოპერატორების, საერთაშორისო კორპორაციების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში ამოღება. კანონის უზენაესობის პატივისცემა და მიუკერძოებელი სამართალდამცავი სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გასაღები, რასაც თქვენი პარტიის მიერ არის დაპირებული”, – ნათქვამია წერილში. კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ დემოკრატიის განვითარების და დასავლეთთან დაახლოების გაზე გასული სამი ათწლეულის პერსპექტივის მიუხედავად, ბოლოდროინდელი დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები ნეგატიურად აისახება საქართველოს იმიჯზე შეერთებულ შტატებში. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში ეკონომიკური ინდიკატორები უარესდება,  ამერიკული და ევროპული კომპანიები განიცდიან რა შევიწროებას.კონგრესმენები ხაზს უსვამენ, რომ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოლიტიკურ სამიზნედ ქცევა “ქართული ოცნების” მიერ, აფრთხობს და აფერხებს ამერიკული კომპანიების ინვესტიციებს ამ მნიშვნელოვან პროექტში.
“ამგვარი განვითარებები მოსალოდნელია, რომ აისახება უფროდაუფრო არახელსაყრელი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაზე და შესაძლოა, შეაფერხოს სამომავლო ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. შემცირებული საერთაშორისო ინვესტიციები არა მარტო ვნებს ქართველ ხალხს და მათ იმედებს, დასავლეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციის შესახებ, არამედ აძლიერებს ვლადიმერ პუტინის ხელს რეგიონში. საქართველო შეიძლებოდა ყოფილიყო სასიცოცხლო ჰაბი ამერიკას და ევროპას და ცენტრალურ აზიას შორის საქონლის მიმოცვლაში და პირიქთ, რაც საქართველოს ეკონომიკურ ბუმს შეუწყობდა ხელს”, – ნათქვამია წერილში, რომელსაც კონგრესმენები: ადამ კინზინგერი, ჯერალდ კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული აწერენ ხელს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,