კომისიის შექმნას - სამადაშვილი კარტოგრაფების საქმეზე
აუცილებლად ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ვაპირებ, გარეჯის საქმეზე ყველა საპარლამენტო ბერკეტი გამოვიყენო, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები, იმისთვის რომ დავიცვა ბატონი მელაშვილისა და ქალბატონი ილიჩოვას უფლებები. - ამბობს სალომე სამადაშვილი კარტოგრაფების საქმის საგამოძიებო კომისიაზე, რომლის შექმნის ინიციატივითაც საქმის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე გამოვიდა.