19/05/21874 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ელჩი - ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფესთან ერთად საერთაშორისო ტურიზმის გამოფენას გახსნის

ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფესთან ერთად გახსნის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენას, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და კონგრესის თავმჯდომარესთან-ამის შესახებ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ესპანეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე საქართველო მიწვეული ქვეყანაა და გამოფენას დაესწრება 30-მდე ქვეყნის ტურიზმის მინისტრი.
“დღეიდან იწყება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში. მოგეხსენებათ, საქართველო არის მოწვეული ქვეყანა ყველაზე დიდ საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფესთან ერთად გახსნის ამ გამოფენას. აგრეთვე იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან 30-მდე ტურიზმის მინისტრი. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამოფენაა ტურიზმის კუთხით. გარდა ამისა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარესთან, სადაც განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო თანამშრომლობა ესპანეთსა და საქართველოს შორის. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან. როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში და რაც მთავარია, ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს უკვე არსებულ მეგობრულ და კარგ ურთიერთობებს ესპანეთის სამეფოსთან”,-განაცხადა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY