08/03/201 589 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიცია-ხელისუფლების შეთანხმებით კმაყოფილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ არგუმენტების გაცნობის შემდეგ ის ეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დღეს, 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას. ამის შესახებ მან დღეს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
“მას შემდეგ რაც მოვისმინე არგუმენტები და გაეცა პასუხი ჩემს კითხვებს, მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია – ის, რომ იმ საარჩევნო მოდელით, რომელიც არის შეთანხმებული, ქვეყანა არ შევა კრიზში; ის, რომ მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებულია და გამარჯვებული გუნდი დააკომპლექტებს მყარ მთავრობას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, შემდგომი არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარული და პროპორციული შემადგენლით. ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას მიეტოვებინა ქუჩა და ქუჩაში ყოფნის საფუძველი”, – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.
ოპოზიციამ და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ მათ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც:
  1. ციხეებიდან გათავისუფლდებიან ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები;
  2. 2020-ის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით;
  3. პარლამენტში მოსახვედრი ბარიერი დაიწევს 1%-მდე.დიმიტრი ხუნდაძე იყო იმ მაჟორტარებს შორის, რომლებმაც 2019 წელს გადამწყვეტ მომენტში უარი თქვეს დაპირების შესრულებაზე და მხარი არ დაუჭირეს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA