თენგიზ ცერცვაძე - 5 პირი, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეს გამოვლენილი ახალი კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებიდან 5 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ცერცვაძის თქმით, მათ ურთიერთობა ქონდათ ახალგაზრდა ქალბატონთან, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია 8 დღის წინ დაუდასტურდა. მისივე თქმით, ამ 5 პაციენტს, კორონავირუსით ინფიცირებაზე პირველი ანალიზის პასუხები უარყოფითი ქონდა.
„5 ადამიანი, (ახლა დადასტურებული შემთხვევა), იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, არა ჩვენს საავადმყოფოში,არიან იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლის ერთი წარმომადგენელიც ჩვენთან იმყოფება და წევს უკვე მე-8 დღეა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ჩვენთან წევს და რომელსაც 7-8 დღის წინ დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება. ესენი მაშინ იყვნენ გამოკვლეულები და არ დაუდასტურდათ ინფიცირება. ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, ინკუბაციური პერიოდი არ იყო გასული და ახლა დაუდასტურდათ. ანუ ჩვენ ახლა გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ იტალიაში“, - განაცხადა თენგის ცერცვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შესაბამისად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში 23-ს შეადგენს.