18/06/211 324 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

მელაძე - ბერა-ღარიბაშვილის ჩანაწერის შინაარსის ცვლილებაზე პროკურატურის განცხადება აბსურდია

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აბსურდულს უწოდებს პროკურატურის ბრალდებას. რომ ჩანაწერები, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ, გაყალბებულია.
“ეს ჩანაწერები რა ფორმითაც მივიღეთ ინფორმირებული წყაროსგან, შესაბამისად, ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით მომზადდა რეპორტაჟიც. ჩანაწერებს თუ მოუმენთ,  იქ შინაარსის წყვეტა ან მსგავსი რამ არ არის. შინაარსის ცვლილებასთან დაკავშირებით გაჟღერებული განცხადება, რა თქმა უნდა, აბსურდია. სხვას არც არაფერს ველოდით,” — უთხრა მელაძემ ნეტგაზეთს.
დღეს, 18 ივნისს, პროკურატურამ მარტში “ტვ პირველის” ეთერში გასული აუდიოჩანაწერების საქმეზე დაწყებული გამოძიების შუალედურ შედეგებზე ინფორმაცია გაავრცელა. საქართველოს მთავარი პროკურატურა ირწმუნება, რომ ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ 2012 წლამდე, ასევე, მათი აუდიოჩანაწერები არის ფალსიფიცირებული იმგვარად, რომ შეცვლილია რეალური საუბრის შინაარსი და ის აწყობილია ათეულობით სხვადასხვა საუბრიდან.
პროკურატურა ადასტურებს, რომ ბერას დაცვის თანამშრომლებიც კომენტარის ავტორებს სახლებში ნამდვილად აკითხავდნენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ მათი მხრიდან ძალადობა ან მუქარა არ ყოფილა.
“სხვა მოლოდინი არც არავის ჰქონდა, რომ პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე ან მის გარემოცვაზე სხვა სახის შუალედურ შდეგებს გამოაქვეყნებდა. ეს ერთი კონკრეტული ადამიანის კონტროლის ქვეშ მყოფი უწყებაა, თუმცა მნიშვნელოვანია პროკურატურის აღიარება, რომ ბერა ივანიშვილის დავალებით არაუფლებამოსილი პირები არასასურველი კომენტარების ავტორებს უბან-უბან ეძებდნენ და ამ ჩანაწერებში კარგად ისმის, შემდეგ რა ბედიც ეწიათ ამ ადამიანებს.
რა უფლებამოსილება ჰქონდათ ამ ადამიანებს მსგავსი სახის შეხვედრები მოეწყოთ, შეხვედრები კი არა ე.წ რაზბორკები. თუ ბერა ივანიშვილის მიმართ კანონის სავარაუდო დარღვევას ჰქონდა ადგილი, მაშინ პოლიციას რატომ არ მიმართავდნენ. ასე რომ, ჩემი აზრით, განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა… უბრალოდ, აქ მნიშვნელოვანი იყო პროკურატურის დადასტურება რომ ბერა ივანიშვილის დავალებით ადამიანები უბან-უბან დადიოდნენ, რაც მნიშვნელოვანი აღირებაა მათი მხირდან,”- აცხადებს მელაძე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA