19/06/211 151 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - ვეთანხმები კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც სასამართლოს ეხება - "კლანს" აუცილებლად დავუსრულებთ სიცოცხლეს, ისინი იმსახურებენ მათრახებს

„კლანს" აუცილებლად დავუსრულებთ სიცოცხლეს და მოვუსწრაფებთ იმ უბედურებას, რასაც ისინი აკეთებენ. ისინი­ იმსახურებენ მათრახებს, - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკიდურესად იმედგაცრუებულია იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის შესაძლოა, ევროკავშირის და ამერიკის მხრიდან სანქციებიც კი დაწესდეს.
„სრულად ვეთანხმები ქალბატონი კელი დეგნანის იმ განცხადებას, რომელიც ეხება სასამართლოს. "სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით ვაცხადებ, რომ "კლანს" აუცილებლად დავუსრულებთ სიცოცხლეს და მოვუსწრაფებთ იმ უბედურებას, რასაც ისინი აკეთებენ! ისინი იმსახურებენ მათრახებსაც და ყველაფერს! ნაბიჯ-ნაბიჯ ამას მივაღწევთ. შარლ მიშელის დოკუმენტი არის დოკუმენტი, რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი ჩვენც და "ქართულ ოცნებასაც", ევროპული და ამერიკული ბეჭედი აქვს დასმული. ამ ბეჭედს და ამ შეთანხმებას თუ ისინი შეეწინააღმდეგებიან, იქნებიან სანაგვეზე! აუცილებლად ასე იქნება! ახლა კატასტროფა ხდება, ეს არის აღვირახსნილი ქმედება და ამ აღვირახსნილ ქმედებას ძალიან სწორი ტაქტიკით დავუპირისპირდებით. იქნება ფინანსური სანქციები ევროკავშირის და ამერიკის მხრიდანაც ამაზე უკვე ვმუშაობთ. სანამ არ გაკეთდება რაღაც, მანამდე არ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი დახმარებას",- განაცხადა ვაშაძემ.
„უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში“,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,