23/01/201 702 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანრი ოხანაშვილი - შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი, ან არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას

შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი, ან არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს. მისივე თქმით, ზოგიერთი კონგრესმენი შესაძლოა, ისეთ მოსაზრებას აჟღერებდეს, რომელიც ობიექტურობას მოკლებულია.
„ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას. კონგრესის ზოგიერთი წევრი შესაძლოა, სხვა პოზიციებს ან ვერსიებს აჟღერებდეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა, მოკლებული იყოს ობიექტურობას. ამ მიმართულებით დამატებითი მუშაობაა საჭირო, თუმცა ერთი რამ არის ხაზგასასმელი - აშშ-ის ბიუჯეტის შესახებ კანონში ვერ მოხვდებოდა საქართველო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რომლის მიმართაც ამერიკა მხარდაჭერას ახორციელებს, თუკი საქართველო გადაუხვევდა დემოკრატიული განვითარების გზას. გარდა ამისა, აშშ-ის ორპარტიულ დოკუმენტში საქართველოზე განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ამერიკისთვის. ვერ მოხვდებოდა ამ ორპარტიული დოკუმენტის ინიცირება, თუკი საქართველო არ ადგას დემოკრატიული განვითარების გზას და არ ახორციელებს რეფორმებს. შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი, ან არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას. ამის მიუხედავად, ამ კონგრესმენებთან ჩვენ ვითანამშრომლებთ და ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველას, მათ შორის მათ, მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA