Babajana LOGO

წერეთელი - რიშის განცხადება მიუთითებს, მთავრობა აცდენილია მიზნებს, რაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს

21 ივლისი 2021 05:37ნახვები 401წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი წერეთელი, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ნომინაციების მოსმენაზე, სენატორი ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრობლემასაც შეეხო. მან ხაზი გაუსვა 5 ივლისის ძალადობასა და პარლამენტის მიერ უზენაეს მოსამართლეთა დანიშვნას. წერეთელის თქმით, საქართველოს მოკავშირეები სისტემატურად აკრიკიტებენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფელება აცდენილია ამოცანებს, რაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს.
„უკვე მერამდენე განცხადებაა ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგან, ლიდერებისგან აშშ-დან, ამ შემთხვევაში ჯიმ რიშის განცხადებაზე მაქვს საუბარი და ბევრი სხვა ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში, ასეთი იყო უამრავი და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლიტურად აცდენილია იმ მიზნებს და ამოცანებს, რომლებიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს და რაც მის სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოუდგენიათ". – თქვა წერეთელმა. წერეთელის თქმით, ხელისუფლების მხრიდან მტკიცება, რომ მოკავშირეებს არასწორი ინფორმაცია აქვთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ოპოზიცია მათ ატყუებს, არის რუსული მიდგომა, რაც აზარალებს ქვეყანას.
"ახლა, თუ საქართველოს ხელისუფლება იმგვარ პასუხს გასცემს, რომ მათ არასწორი ინფრომაცია აქვთ, ოპოზიცია იტყუება, ყველაფერი კარგად არის და ისინი გააგრძელებენ ამგვას ქმედებებს, ეს იქნება ტიპიური რუსული მიდგომა, როდესაც ასე გაღმით ედავები იმ ადამიანებს, პოლიტიკოსებს ან იმ ლიდერებს, ვისაც შენი დახმარება და თანადგომა სურს. ეს ქვეყანას მხოლოდ აზარალებს სამწუხაროდ და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება". – ამბობს წერეთელი.
აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ნომინაციების მოსმენაზე, სენატორი ჯიმ რიში საქართველოს პრობლემასაც შეეხო. მან ხაზი გაუსვა 5 ივლისის ძალადობასა და პარლამენტის მიერ უზენაეს მოსამართლეთა დანიშვნას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

MAX Chania
Georgian Bread
GWK