Babajana LOGO

"ძალადობრივი ქორწინება "ქართულ ოცნებას" და კალაძეს შორის" - ჭიჭინაძე

21 ივლისი 2021 09:39ნახვები 633წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე, "ქართული ოცნების" მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძის კანდიდატურის წარდგენას "ძალადობრივ ქორწინებას" უწოდებს. ფიქრობს, რომ მმართველ გუნდში ავტორიტეტიანი კანდიდატის დატოვება, ივანიშვილისთვის მძიმე გადასატანი იქნება.
ჭიჭინაძე ასევე ამბობს, რომ თუკი ოპოზიციის უმთავრესი ამოცანა 43%-იანი ბარიერის დაძლევაა, ისინი თვითმმართველობის არჩევნებში ერთიან კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ, სხვა შემთხვევაში, დავით ჭიჭინაძის აზრით, ოპოზიციას კალაძის დამარცხება გაუჭირდება.
"ეს იყო ძალადობრივი ქორწინება ქართულ ოცნებას და კალაძეს შორის. იმიტომ, რომ  ფულიანი და ავტორიტეტიანი კალაძის გვერდით დატოვება ბიძინა ივანიშვილისთვის უკვე ნამდვილად მძიმე გადასატანი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ წინა არჩევნების პირველი ნომერი და "საამაყო" გახარია უკვე ოპოზიციაში ჰყავთ.
ასე რომ, თუ ოპოზიციისთვის უმთავრესი მიზანი 43 %-ის დაძლევაა და არა მერობის მოგება, თუ მთავარ გამარჯვებად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაითვლება, მაშინ თბილისში საერთო ოპოზიციური კანდიდატი უნდა იყოს. ეს მათ გასაგონად, ვინ ჯერ კიდევ ცდილობს ხელისუფლებასთან ურთიერთობების დალაგებას.
თან, ამ საარჩევნო კამპანიაში კალაძეს ნამდვილად ვერავინ აჯობებს, ვერც ფინანსური რესურსით, ვერც ბაღების მოწყობაში და ორ-ორჯერ გზების დაგებაში და ვერც ავტობუსებით წინ და უკან სიარულში",-თქვა დავით ჭიჭინაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

MAX Chania
Georgian Bread
GWK