30/07/21840 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ჩემთვის ეს არის შიშის გამოხატულება - გახარია "ოცნების" მიერ შეთანხმების ანულირებაზე

ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ "ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება შიშის გამოხატულებაა. მისი თქმით, მმართველ გუნდს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა უჭირს. 
ეს კომენტარი გახარიამ მედიასთან ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ჩემთვის პერსონალურად, ეს არის შიშის გამოხატულება, რადგან აშკარა ხდება უკვე, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა და ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების განწყობებში, გადაწყვეტილებებში. სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი აქ არის ის, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ჩემთვის ეს დიდი იმედგაცურებაა, ყველაფერს აკეთებს, და აქ დღეებზეა საუბარი სინამდვილეში.
ფაქტობრივად, სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე, მეოთხე ფლანგზე და წინ წამოწეულია პარტიული ინტერესები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ეს არის ყველაზე ცუდი რაც ეხლა ხდება", - თქვა გიორგი გახარიამ. 
ჟურნალისტის კითხვას, გაბედავდა თუ არა "ქართული ოცნება" მსგავსი გადაწყვეტილების ივანიშვილისგან დამოუკიდებლად მირებას გახარია პასუხობს:
"დღევანდელი მმართველი პარტიის პარტიის ხელმძღვანელობის, ბოსების გაბედულობაში მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY