ომბუდსმენის მოადგილე: ე.წ. მატროსოვის ციხეში ჩვენი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კანონდარღვევით გაასაჯაროვეს
სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და ასევე იუსტიციის სამინისტრომ ე.წ. მატროსოვის ციხეში ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კანონდარღვევით გაასაჯაროვა. როგორც გიორგი ბურჯანაძემ აღნიშნა, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების შედეგად უნდა დადგინდეს თუ ვინ მიიღო აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.
"განცხადება რა თქმა უნდა უნდა შეეხება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ასევე იუსტიციის სამინისტროს, რომელიც მისი ზემდგომი უწყებაა. ჩვენი მოსაზრებით, მათ დაარღვიეს მოქმედი კანონმდებლობა, საერთაშორისო ვალდებულებები და კანონდარღვევით გაასაჯაროვეს ინფორმაცია ჩვენი ვიზიტის შესახებ. გამოძიების მთავარი მიზანი უნდა იყოს, ის რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების შედეგად დადგინდეს თუ ვინ მიიღო აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ვინ არის პასუხსიმგებელი და შესაბამისად მოხდეს პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება და მისი პასუხისგებაში მიცემა", - განაცხადა ბურჯანაძემ.