18/03/201 249 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან დავითაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ავიცილოთ ფასების უსაფუძვლო მატება და არ გვქონდეს სურსათის მიწოდებაში წყვეტა

ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ ყველა იმ რგოლთან, რომელიც მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაშია ჩართული, -ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მსხვილი სავაჭრო ქსელების ხელმძღვანელებთან მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრმა ქვეყანაში სასურსათო მარაგებისა და ფასების რეგულაციის საკითხები კიდევ ერთხელ განიხილა.
„ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, ავიცილოთ ფასების უსაფუძვლო მატება და, მეორე მხრივ, არ გვქონდეს წყვეტა სურსათის მიწოდებაში. მონიტორინგი ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, რათა სიტუაცია იყოს მართული და მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ. განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, საქართველოს სავაჭრო ქსელების მომარაგების სისტემა სხვაგვარია. არანაირი წინაპირობა იმისა, რომ მომარაგებაში იყოს წყვეტა ან შეფერხება, არ გვაქვს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენთან შექმნილი სპეციალური შტაბი მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,