სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-ს გადაცდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 102 შემთხვევაა დადასტურებული. გასულ 24 საათში ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
13 მარტს, როცა საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანთან მოქალაქეების გადაადგილება შეაჩერა, სომხეთში კორონავირუსის მხოლოდ 8 შემთხვევა იყო დადასტურებული.
მსოფლიოში ახალი Covid 19-ით ინფიცირების ჯამში 215 516 ფაქტია გამოვლენილი. დაიღუპა 8,891, ხოლო გამოჯანმრთელდა 84,328 ადამიანი.