მოსკოვში კორონავირუსისგან გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა
მოსკოვის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. როგორც ოფიციალური სახელისუფლებო ტელეგრამ-არხი იუწყება, 79 წლის ქალბატონს არაერთი ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა, მათ შორის - ორი სახის დიაბეტი. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა მწვავე პნევმონია თანმდევი პათოლოგიების ფონზე.