Babajana LOGO

ნიკა გვარამია - მე მგონი "ქართულმა ოცნებამ" სრული შემადგენლობით "გააფრინა"

14 სექტემბერი 2021 10:49ნახვები 867წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
"თუ ეგეც კასრიდან ამოღებული, 2007 წელს გადაღებული კადრები იგულისხმეთ? მაშინ თქვენ რა გაკანკალებთ?", - ასე პასუხობს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. 
როგორც ნიკა გვარამია ამბობს, საქართველოში არცერთი ოპოზიციური მედია, არაა ისეთი ამორალური, რომ კადრები გაავრცელოს:
"ბატონო კობახიძე ნუ იკანკალებთ და ისტერიკაში ნუ ვარდებით, არავინ არასდროს ამ ტელეკომპანიაში თუ დარწმუნებული ვარ სხვა ტელეკომპანიაშიც, პოლიტიკურ პარტიებში, თუ ოპოზიციაში, ეგეთი ამორალური აღარ არის, რომ ეს იკადროს. თქვენი გადაღებულიც კი, რომ ჩაუვარდეს ხელში და გამოაქვეყნოს. თვითონ, როგორ უნდა გადაიღოს ვინმემ, თქვენი სუს-ის გარდა, გაუგებარია. კიდევ ერთი რამ, ბატონო ირაკლი, გამოქვეყნებაზე, რომ ლაპარაკობთ მარტო, რასაც თითქოს თურმე მთლად მე ვაპირებდი გამოქვეყნებას. თუ ასეთი მასალების არსებობის შესახებ თქვენთვის ცნობილია, გადამღებზე არ აპირებთ არაფრის თქმას? თუ ეგეც კასრიდან ამოღებული, 2007 წლს გადაღებული კადრები იგულისხმეთ? მაშინ თქვენ რა გაკანკალებთ? საერთოდ არავინ არ გიცნობდათ, დამშვიდდით, მე მგონი "ქართულმა ოცნებამ" სრული შემადგენლობით გააფრინა", - თქვა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მასალების გამოქვეყნების პრევენცია კი არ გააკეთა, არამედ დააანონსა. მისივე თქმით, თუ მმართველი გუნდი, ამას გააკეთებს "აუცილებლად აგებს პასუხს"
"თქვენ ჭიქაში დიდი ქარიშხალია და იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენ თვითონ გადარჩეთ და ამ ქარიშხალმა არ მოგიყოლოთ. თუ ვინმე ჩემზე, გინდა თქვენზე რაიმე მაკომპრომიტებელს გამოაქვეყნებს, თქვენი ხელისუფლებაა, ზუსტად ვიცი, რომ თქვენ არა, თქვენი უშიშროების სამინისტრო, ასე, რომ მაგ მიმართულებით ჩაატარეთ კვლევები გირჩევნიათ", - ამბობს ნიკა გვარამია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

MAX Chania
Georgian Bread
GWK