კალაძე - "უნდა მოუსმინონ იმას, ვინც მოსასმენია" და თუ საჭიროა ელჩებსაც » ბაბაჯანა
20/09/21595 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

კალაძე - "უნდა მოუსმინონ იმას, ვინც მოსასმენია" და თუ საჭიროა ელჩებსაც

დედაქალაქის მერი და თბილისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა მოუსმინოს ყველას, ვინც მოსასმენია.
სუს-იდან გამოჟონილ ფაილებს კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა და თქვა, რომ უწყებამ ქვეყანაში უსაფრთხოება უნდა დაიცვას და მოსმენები კანონის ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს. ხოლო კითხვაზე, უნდა უსმენდეს თუ არა სუს-ი დიპლომატებს კალაძემ თქვა, რომ "თუ ასეა საჭირო, მაშინ კი".
"უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვისაც მოსასმენია, კანონის ფარგლებში. ყველა ქვეყანაში ეს ასე ხდება, ჩემო მეგობრებო.
შესაბამისად, ჩვენი სამსახური უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინო, ვისაც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უდნა, კანონის ფარგლებში",-თქვა კახა კალაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread