მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის ბანერების დაუყონებლივ აღდგენა - NCDC-ს წერილი "ალმას" » ბაბაჯანა
20/09/21387 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის ბანერების დაუყონებლივ აღდგენა - NCDC-ს წერილი "ალმას"

NCDC-მ კომპანია "ალმას" ოფიციალური წერილით მიმართა და სისხლიანი ბანერების ჩანაცვლება მოითხოვა ისევ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერებით.
"კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება და ამავდროულად ვაქცინაციის პროცესი კლებადია ბოლო დღეებში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას" – ნათქვამია NCDC-ის  წერილში, რომელზეც ამირან გამყრელიძემ გააკეთა განცხადება.
მისივე თქმით,  ვაქცინაციის ბანერების ჩანაცვლების შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ:
"ბანერების შეცვლის თაობაზე ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია, მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად -
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე კოვიდ 19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის ბანერების დაუყონებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების რეალური საშუალება" ნათქვამია წერილში. 
სისხლიანი ბანერები დედაქალაქში იმ ბანერებსგადააკრეს, სადაც ვაქცინაციისკენ მოწოდებები იყო. ამასთან დაკავშირებით, დღეს განცხადება კომპანია "ალმამაც" გაავრცელა
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread