21/09/21729 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სიძულვილის ბანერებს ისევ აკრავენ - ხატია დეკანოიძემ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა.
დეკანოიძე წინასაარჩევნოდ სისხლიანი ბანერების გაკვრას აპროტესტებს და კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"ირღვევა ბავშვთა უფლებები, როდესაც ისინი სისხლიან ბანერებს ხედავენ, ასევე, დარღვეულია საარჩევნო კოდექსი. მე მინდა, რომ ფაქტის წინაშე დავაყენოთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია, როდესაც ირღვევა რამდენიმე მუხლი, მაგალითად ის, რომ ბანერზე განთავსებული უნდა იყოს საარჩევნო ნომერი, დამკვეთი, გამოშვების თარიღი და ზოგადად დეტალები, რომელიც გაწერილია საარჩევნო კოდექსით. 
მინდა, მივმართო ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, რომ კომისიამ დაუყონებლივ განიხილოს სარჩელი და საზოგადოებას საჯაროდ შეატყობინოს თავისი პოზიცია. თუ ეს პოზიცია არ დაემთხვევა საარჩევნო კოდექსში გაწერილ მუხლებს და ზოგადად იმას, რომ საარჩევნო-სააგიტაციო მასალა არ შეიძლება ძალადობას შეიცავდეს, მაშინ ჩვენ, ჩავთვლით, რომ საოლქო საარჩევნო კომისია ქუთაისში არის "ქართულ ოცნებასთან" შეზრდილი დეპარტამენტი", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
მან ასევე რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა. კერძოდ, სისხლიან ბანერებს ადგილობრივებმა და აქტივისტებმა ახალი ბანერი წარწერით - "მოდი რეფერენდუმზე" გადააფარეს, თუმცა ის საპატრულო პოლიციისა და მერიის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს. ხატია დეკანოიძის თქმით, ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ ზიზღის ბანერების განთავსებაში სახელმწიფო მუნიციპალიტეტების მერიებიც ჩართული არიან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY