06/10/211 802 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ვთავაზობთ სახელმწიფოს, მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე გადაწყვეტილება ჰააგის მოსამართლეებმა მიიღონ - დოლიძე

პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ წარადგინა ხედვა, როგორ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე ისე, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება შენარჩუნებული იყოს. ანა დოლიძის თანახმად, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან, ჰააგიდან ჩამოყვანილი მოსამართლეების მონაწილეობით იმ მოდელით, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინის მოდელის სახელითაა ცნობილი.
„ბოსნია-ჰერცეგოვინაში შეიქმნა ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული სასამართლო, რაც გულისხმობს, რომ ადგილობრივ სასამართლო სისტემაში, რომელშიც იყო კითხვის ნიშნები კომპეტენციაზე, მიკერძოებულობაზე, შეიქმნა სპეციალური პალატა. ჩვენ ვთავაზობთ, რომ შეიქმნას სპეციალური ორი პალატა ჩვენი სასამართლოების სისტემაში საერთაშორისო პროცედურებით. ეს პროცედურები თავიდან ბოლომდე უკვე არსებობს ჩამოყალიბებული ჰააგაში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, პალატა პირველ და საკასაციო ინსტანციებში შეიქმნება. შესაბამისად, საქმეები, რომლებზეც განაჩენი უკვე გამოტანილია, საკასაციო პალატაში წავა, ხოლო საქმეები, რომლებზეც ბრალია წაყენებული და დასრულებული არ არის, პირველი ინსტანციის პალატაში, გადაწყვეტილებებს კი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან, კერძოდ, ჰააგიდან ჩამოყვანილი მოსამართლეები მიიღებენ.
„ამით ჩვენ შევძლებთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით წარვმართოთ ეს პროცესი. თან რასაც შევძლებთ, პროკურატურას ვაიძულებთ, რომ რეალური მტკიცებულებები წარადგინოს იმიტომ, რომ არ იქნება დარწმუნებული, რომ ეს კლანი ყველაფერს გაუკეთებს. დღეს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს ყოფილი პრეზიდენტების პროცესები. ისრაელი, საფრანგეთი, დღევანდელ დღეს სარკოზიც სასამართლოშია. და ჩვენ თუ ეს კარგად ჩავატარეთ, არათუ გვეცოდინება, რომ სტრასბურგში ყველაფერი წესრიგში იქნება, გვეცოდინება, რომ სააკაშვილის უფლებებია დაცული, გვეცოდინება სიმართლე, რა მოხდა და სახელმწიფოებრივადაც გვაქვს შანსი, რომ უნიკალური ნახტომი გავაკეთოთ სამართლიანობის თვალსაზრისით და იმ ქვეყნების რიგში დავდგეთ, სადაც მახინჯი და შეთითხნილი პროცესები აღარ იმართება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY