08/10/211 050 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა მელია -"ოცნებამ ზუგდიდში ხმები "მალულად გადათვალა" და "ნაცმოძრაობის" გამარჯვებული მაჟორიტარი დამარცხებულად გამოაცხადა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები „მალულად გადათვალეს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველივე ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი დამარცხებულად გამოაცხადეს. ამის შესახებ მელიამ ვიდეო-მიმართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში იმყოფება. როგორც მელია ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში არჩევნები პირწმინდადა წააგო“.
„სანამ ჩვენ ყველას გვეძინა, მოხდა შემეგი რამ: მთელმა საქართველომ იცის, რომ პირველ ტურში, ზუგდიდში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საკრებულო თავიდან ბოლომდე დააკომპლექტა ოპოზიციამ, კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა უმრავლესობა და ამ წუთის მონაცემებითაც აქვს. მაგრამ გუშინ ღამე „ქართული ოცნება“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა. სრულიად უკანონოდ გადათვალეს ხმები - ქურდულად, საარჩევნო „ზონდერებმა“. პირველ ტურშივე გამარჯვებულ ჩვენს ერთ-ერთ მაჟორიტარს, ხმების გადათვლის შემდეგ პირველ ტურში მარცხი ჩაუთვალეს. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელმაც პირველივე ტურში გაიმარჯვა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმის გადათვლის შემდეგ დამარცხებულად გამოაცხადა. არჩევნები როგორ ჩატარდა, ჩემზე კარგად იცით, განსაკუთრებით ზუგდიდში, შანტაჟით, მუქარით, მოსყიდვით, უკანონო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მოკრიმინალო ელემენტების ჩართულობით, რომლებიც სუს-თან არიან დაკავშირებულები, ამ პირობებებშიც „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში არჩენები პირწმინდად წააგო. ამის შემდეგ იმ დღესვე გადათვალეს ხმები, მარამ ვერაფერს გახდნენ და 5 დღის შემდეგ მალულად, ღამე, სანამ გვეძინა, გადათვალეს ხმები და ოპოზიცია დამარცხებულად გამოაცხადეს. ზუდიდში ვერც „მხედრიონის“ ტერორმა და ვერანარი სახის ტერორმა დაჩაგრა ადამიანები და ვერც „ქართული ოცნება“ ვერ იქნება იმ მდგომარეობაში, რომ საარჩევნო „ზონდერების“ გამოყენებით მოპოვენული გამარჯვება ხალხს წაართვას“,- განაცხადა მელიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,