08/10/21943 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ცესკო - ზუგდიდში, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო

ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებებს და მანიპულაციას, თითქოს ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო, ასევე, თითქოს შედეგები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაკეთდა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიებზე ზეწოლასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, რეალურად, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის თანდასწრებით.
„საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი დღეს სრულდება. თუმცა, კომისიის წევრებს საკუთარი მოვალეობის შესრულება კონკრეტული პარტიების მხრიდან ზეწოლის ფონზე უწევთ. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, როდესაც კომისიამ კანონის სრული დაცვით განიხილა როგორც საარჩევნო სუბიექტების, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც 4 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადამოწმებას შეეხებოდა. ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებებს და მანიპულაციას, თითქოს ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო, ასევე, თითქოს შედეგები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაკეთდა. რეალურად, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის თანდასწრებით, სადაც ნათლად ჩანდა ყველაფერი და გადაწყვეტილებები საოლქო საარჩევნო კომისიამ ხმათა უმრავლესობით, მსჯელობის შედეგად მიიღო“, - განაცხადა იოსელიანმა.
ამასთან, მისივე განცხადებით, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საუბნო შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გადათვლის საფუძველზე, ასევე საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელდა ბიულეტენების გადათვლა 360 უბანზე საქართველოს მასშტაბით.
„გადათვლის მექანიზმი და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პროცესის უმოკლესს ვადებში რეალიზება იყო გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ მათთვის სასარგებლო ზეგავლენის მოხდენისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით კანონით დადგენილი პროცედურების ხელშეშლისა და დისკრედიტაციის მცდელობებისგან“, - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური იყო. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია იმყოფება. შენობაში მობილიზებულია პოლიცია. ოპოზიცია #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა, პოლიცია ოპოზიციას მესხის კაბინეტში შესვლის უფლებას არ აძლევს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,