ჩვენს მოქალაქეებს არ მივატოვებთ, ჩვენი ნაბიჯები, არ ეხება მარტო ექსტრადიციის საკითხს - კულება მიხეილ სააკაშვილზე » ბაბაჯანა
13/10/211 001 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ჩვენს მოქალაქეებს არ მივატოვებთ, ჩვენი ნაბიჯები, არ ეხება მარტო ექსტრადიციის საკითხს - კულება მიხეილ სააკაშვილზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებაზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მხოლოდ ექსტრადაციას არ განიხილავენ. 
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტზე არიან.
"მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტზე ვარ. როგორც ჩვენ ასევე მისი ადვოკატები და უკრაინის კონსული საქართველოში. რამდენიმე საუბარი შედგა სადაც მისი და მისი უფლებადამცველების პოზიცია გავიგეთ. ამ საქმის იურიდიულ დეტალებს ვსწავლობთ და საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ. ის უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს არ მივატოვებთ. როდესაც კონკრეტულად გვეცოდინება რა ნაბიჯებს გადავდგამთ, და ეს არ ეხება მარტო ექსტრადიციის საკითხს, მედიას ინფორმაციას აუცილებლად მოგაწოდებთ", - განაცხადა დიმიტრო კულებამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-13 დღეა შიმშილობს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდება. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread