19/10/21849 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში "ოცნება" და საპატრიარქო მჭიდროდ თანამშრომლობენ - DRI

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაზე დაკვირვების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში 2021 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 4 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს. 
DRI აღნიშნავს, რომ სინოდის 2012 წლის განჩინების მიუხედავად, მღვდელმთავრები 2021 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრადიციულად აქტიურობდნენ.
"საანგარიშო პერიოდში ღვთისმსახურები რეგიონებში მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ყველა საარჩევნო ღონისძიებას დაესწრნენ და არაერთი განცხადება გააკეთეს საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის დღიდან განსაკუთრებით ინტენსიური გახდა მმართველი პარტიის წევრების ვიზიტები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებსა და სამლოცველოებში. არჩევნების დანიშვნის დღიდან, ირაკლი ღარიბაშვილმა თანაპარტიელებთან ერთად ძირითადად ის ეკლესია-მონასტრები მოინახულა, რომელთა მშენებლობა-რეაბილიტაცია ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა. პრემიერ-მინისტრის მიერ ეკლესია-მონასტრების "მოლოცვა" ახალი ტენდენციაა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის პროცესში არ დაფიქსირებულა", - წერია DRI განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდს ღვთისმსახურების შეცვლილი და ხისტი რიტორიკა გამოარჩევდა. DRI წერს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუფარავად განაცხადა, რომ შეუძლიათ პირდაპირ მოუწოდონ მრევლს, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე.
ორგანიზაცია წერს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობდნენ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, დეკანოზი ელიოზ ჯინჭარაძე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი.
"ძირითადი შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი პოლიტიკური ძალა და საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მაღალი რანგის სასულიერო პირებითაა წარმოდგენილი, მჭიდროდ თანამშრომლობენ, რაც რამდენიმე ფორმაში გამოიხატება:
  • სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებზე დასწრება - 2021 წლის 11  აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სახელისუფლებო პარტიის მიერ საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი მერის კანდიდატთა წარდგენის ყველა ღონისძიებას დაესწრნენ.
  • მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან განსაკუთრებით ინტენსიურ ხასიათს იღებს ეკლესია-მონასტრების სასულიერო პირებთან ერთად „მოლოცვა.“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, 10 ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა და „მოილოცა.“ მათი ნაწილი ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება, რაც ყველა შემთხვევაში აღინიშნა.
  • მაღალი იერარქიის წარმომადგენელი ღვთისმსახურები ცდილობენ ოპოზიციის დისკრედიტაციას ან/და ღიად და დაუფარავად უცხადებენ მხარდაჭერას სახელისუფლებო ძალას და კანდიდატს
  • მმართველი პარტიის მსგავსად, რელიგიური თემებით მანიპულირებას ცდილობენ პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, „ლელოდან“ და პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის.“ თუმცა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სასულიერო პირები ღიად არ ესწრებიან მათ საარჩევნო ღონისძიებებს
  • საქართველოს საპატრიარქოს „სუს-ის ფაილებთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ღიად არ გაუკრიტიკებია. თავდასხმის ობიექტები გახდნენ არა უშუალოდ თვალთვალის განმახორციელებლები, არამედ „ფაილების გამავრცელებლები“, მათ შორის, კრიტიკული მედია საშუალებები და მათი მესაკუთრეები".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA