19/10/211 566 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ამსტერდამის სასამართლომ "იმედის" ჰოლდინგის მფლობელი კომპანია დააყადაღა

2021 წლის 11 აგვისტოს ამსტერდამის სასამართლომ მიიღო განჩინება ტელეკომპანიების - “იმედის” და GDS მფლობელი ჰოლდინგური კომპანიის Stichting Media Finance International-ის დაყადაღების შესახებ - ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. 
გამოცემის ცნობით, კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები ირაკლი რუხაძე, ბენჯამენ მარსონი და იგორ ალექსეევი არიან. სასამართლო განმარტავს, რომ მიღებული განჩინება არის შემაკავებელი ზომა იმისთვის, რათა მოპასუხეებმა ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აღნიშნული კომპანიის წილები არ გაასხვისონ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესს უკავშირდება, რადგან ინგლისის სასამართლო კომპანიების Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP-ის სარჩელის ფარგლებში ზიანის შეფასების სტადიაზე გადავიდა. საქმეზე მოპასუხეები არიან ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, ასევე მისი ბიზნესპარტნიორები, იგორ ალექსეევი და ბენჯამენ მარსონი და მათ მიერ დაფუძნებული ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი.
მოსამართლე სარა კოკრელმა საქმის ზიანის შეფასების ეტაპი 2021 წლის 18 ოქტომბერს დაიწყო და აღნიშნული პროცესი რამდენიმე კვირას გასტანს.
აღნიშნულ პროცესს წინ 2018 წელს, ინგლისის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უძღოდა, რომელზეც მოსამართლე სარა კოკრელმა დაადგინა, რომ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიდინეს “კომერციული შეთქმულება”, რომლის შედეგადაც კომპანია Salford Capital Partners International-ის მიერ დაფუძნებულმა ფირმებმა -  Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP-მ “მილიარდიანი პროექტის” განხორციელების შესაძლებლობა დაკარგეს. ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებმა, რომლებიც “კომერციული შეთქმულების” მომზადების პროცესში  Salford Capital Partners-ის მაღალი რგოლის მენეჯმენტში იკავებდნენ თანამდებობას, დაარღვიეს მათზე დაკისრებული ფიდუციარული ვალდებულებები, რითიც Salford-მა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დაკარგა, ამ კომპანიის სანაცვლოდ კი, “მილიარდიანი პროექტი” ირაკლი რუხაძის Hunnewell Partners-მა მიითვისა.
საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მრავალმილიარდიან აქტივებზე, რომლის მართვასაც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International-ი ახორციელებდნენ. ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში სწორედ ამ კომპანიაში მუშაობდა და კომპანიის მიმართ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა.
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, Salford-ის ამოცანა იყო მისი სხვადასხვა ქონებისა და აქტივების მოძიება და მათი ოჯახისთვის დაბრუნება. აქტივების აღდგენა/მოძიების მიზნით Salford-მა დააფუძნა Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP, სადაც ასევე მენეჯერული პოზიციები ეკავათ რუხაძესა და მის ბიზნეს პარტნიორებს.
როგორც სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა გადადგეს მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოშორდნენ. აღნიშნული პროექტი მისმა დაფუძნებულმა Hunnewell Partners-მა მიითვისა და განახორციელა, რაშიც მომსახურების პროცენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი და აქტივები მიიღო. ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ Salford-ის მიერ დაფუძნებულ Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP-ს გააჩნიათ მოთხოვნის უფლება Hunnewell Partners-ის მიერ მითვისებულ პროექტებსა და შედეგად მიუღებელ მოგებაზე. ირაკლი რუხაძის საინვესტიციო ჰოლდინგმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 2019 წლის 12 მარტს სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი თქვა და პირვანდელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
2019 წელსვე განისაზღვრა კომპენსაციის ფორმაც - მოსარჩელეებმა ასეთად აირჩიეს მოპასუხეთა მიერ ფიდუციარული ვალდებულების დარღვევით მითვისებული ქონების ღირებულება და აღნიშნული კაპიტალის გამოყენების შემდგომი, დამატებით მიღებული მოგების ანაზღაურება (Account for profits).
თავად Salford-მა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება 2018 წლის 15 ნოემბერს გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კომპანია სამართლებრივ დავას გააგრძელებს იქამდე, სანამ მიყენებული ზიანის და დაკარგული ბიზნეს შესაძლებლობის სრულ და სამართლიან ანაზღაურებას არ მიიღებს.  აქტივების მასშტაბის გამო, საუბარია ასობით მილიონ დოლარზე. 2021 წლის 18 ოქტომბერს დაწყებულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე სარა კოკრელმა უნდა დაადგინოს, თუ რა მოცულობის ბიზნეს შესაძლებლობა გაუშვეს Salford-ის მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა ხელიდან ირაკლი რუხაძისა და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ ჩადენილი “კომერციული შეთქმულების” და “ფიდუციარული ვალდებებულებების” დარღვევის შედეგად.
სასამართლოს მიერ კომპენსაციის მოცულობის დადგენის შემდეგ, მათი მომსახურება მოპასუხეებისა და Hunnewell Partners-ის საკუთრებაში არსებული აქტივებისა და ანგარიშების მეშვეობით მოხდება.
თავად ირაკლი რუხაძე და მისი საინვესტიციო ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი საქართველოში არაერთ მსხვილ კომპანიას ფლობს და მართავს. ჰოლდინგის საკუთრებაშია ქვეყნის სიდიდით მესამე - “ლიბერთი ბანკი”, ასევე “რუსთავის მეტალურგიული ქარხანა”, “Stichting Media Finance International”-ი, რომელიც თავის მხრივ ტელეკომპანიების “იმედისა” და GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელ “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს” ფლობს.
ამასთანავე, Hunnewell Partners-ი ქვეყნის უმსხვილესი ცემენტის ქარხნის, “ჰაიდელბერგის” მინორიტარული წილის მფლობელია, თავად ირაკლი რუხაძის საკუთრებაში კი უმსხვილესი მობილური ოპერატორის “მაგთის” მინორიტარული წილი შედის. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თუ რა მოცულობის თანხის გადახდა დაეკისრება ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესა და Hunnewell Partners-ს Salford Capital Partners-ის სასარგებლოდ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA