26/03/202 243 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

რუსეთის მიერ იტალიისთვის გაწეული დახმარება სრულიად უსარგებლო გამოდგა

ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად რუსეთის მიერ, იტალიისთვის გაგზავნილი ტვირთების 80% სრულიად უსარგებლო გამოდგა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Stampa საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 
21 მარტს ვლადიმერ პუტინსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯუზეპე კონტეს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა იტალიის დახმარების სურვილი გამოთქვა. მომდევნო დღეებში, რუსეთიდან იტალიაში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე 9 თვითმფრინავი ჩაფრინდა, იტალიაში ჩავიდა ეპიდემიებთან ბრძოლის გამოცდილების მქონე ასზე მეტი რუსი სამხედრო სპეციალისტი, ასევე, დეზინფექციის მობილური სადგურები და ლაბორატორიები. 
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ამ ნაბიჯით პოლიტიკური მიზნებს მისდევს, ხოლო ჯუზეპე კონტე დახმარების მიღებას პუტინთან პირადი ურთიერთობების გასამყარებლად დათანხმდა. გამოცემის ინფორმაციით, იტალიაში ჩასული სამხედრო სპეციალისტების უმრავლესობა არა მედიკოსი, არამედ მაღალი ჩინის სამხედრო პირები არიან. 
რაც შეეხება აღჭურვილობას და ჰუმანიტარულ ტვირთს გამოცემაში ამბობენ, რომ Covid-19-თან ბრძოლაში, რუსული დახმარების 80% სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა. 
იტალიაში რუსეთის ელჩმა, სერგეი რაზოვმა რია ნოვოსტისთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით არ ცდილობს მასზე დაწესებული სანქციების მოხსნის ლობირებას და ეს უანგარო დახმარების ნაბიჯია. 
იტალია ევროპაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერააა, ამ დროისთვის ქვეყანაში Covid-19-ის 74 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 7,500 ადამიანი.  
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY