26/03/201 708 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საგარეო უწყება - საფრანგეთსა და ესპანეთში საელჩოების ძალისხმევით, საქართველოს მოქალაქეები დროებითი საცხოვრებლით და პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს

კორონავირუსის გავრცელების გამო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად, საქართველოში გამომგზავრების შესაძლებლობას დროებით მოკლებული საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოების ძალისხმევით, საცხოვრებლით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს.
უწყების ინფორმაციით, საფრანგეთში საქართველოს საელჩომ პარიზიდან მომავალი გადადებული რეისის საქართველოს მოქალაქეების დაბინავება უზრუნველყო. ასევე, დაბინავებულები არიან ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის მონაწილეები. სამინისტროს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროგრამა, ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო, სამწუხაროდ შეჩერებულია, საელჩო ცდილობს, რომ მათზე მაქსიმალურად იზრუნოს.
საქართველოს მოქალაქეები საცხოვრებლით, საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით ასევე უზრუნველყო ესპანეთში საქართველოს საელჩომ და ქ. ბარსელონაში გენერალურმა საკონსულომ. ქართველ სტუდენტებს დახმარება გაეწიათ რეისების მოძიებასა და ესპანეთიდან გამგზავრებაში. სამინისტროში აცხადებენ, რომ სელჩო და გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზე რჩება კორონავირუსით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან, შეძლებისდაგვარად უწევს დახმარებას და ახდენს მათ კომუნიკაციას მედიკოსებთან კონსულტაციის გაწევის მიზნით.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ადგილსამყოფელის ხარჯებს საქართველოს საელჩოები საკუთარი სახსრებით ანაზღაურებენ. საფრანგეთსა და ესპანეთში დახმარება გაეწია რამდენიმე ათეულ საქართველოს მოქალაქეს.
უწყების ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA