17/01/22753 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"სერგეენკოები, ტიკარაძეები, ყველა რაღაცას გვპირდებოდა და არაფერი გააკეთეს" - სოციალური აგენტების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

გაფიცული სოციალური აგენტები ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. 400-მდე თანამშრომელი დღეიდან სამსახურეობრივ უფლებამოსილებას უკვე აღარ ასრულებს და ამბობს, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, პროტესტის ამ ფორმას არ შეწყვეტს.
მთავარი მოთხოვნა პირობების გაუმჯობესება და ხელფასების 100%-იანი მატებაა, რასაც მათი თქმით, სამინისტრო წლებია ჰპირდებათ. სოც. აგენტები ამბობენ, რომ უწყების მიმართ ნდობა უკვე აღარ აქვთ, რადგან დაპირება ხელფასის ზრდაზე ნოემბერშიც მიიღეს, მაგრამ ამას შემდეგ არაფერი შეცვლილა. 
"2009 წლიდან ჩვენ ხელფასები არ მოგვმატებია. გასულ წელს 80-დან გაგვიხდა 200 ლარი და ახლა 60%-ით მატება და 320 ლარზე ასვლა დღევანდელ პირობებში წარმოიდგინეთ რა არის", - ამბობენ სოციალური აგენტები. 
აღსანიშნავია, რომ გარდა სოციალური მომსახურების აგენტებისა, მუშაობა საპენსიო სფეროს წარმომადგენლებმაც შეწყვიტეს. ამის გამო, შესაძლოა, ამ თვეში დიდი პრობლემა შეექმნათ პენსიონერებს, რადგან სტრუქტურაში ფაქტობრივად აღარ იქნება ადამიანი, რომელიც პენსიას დაარიგებს. 
"ვინც ეხლა გაფიცულია, ეს არის სოციალური პოლიტიკის, სოციალური სისტემის ჯარისკაცები. საფუძველი, რომ სისტემა მუშაობდა. მაგრამ ამ ქვეყანაში არცერთი სისტემა არ მუშაობს. დაწყებული სერგეენკოები, ტიკარაძეები, ყველა რაღაცას გვპირდებოდა და არავინ არაფერი არ გააკეთა", - ამბობს საკრებულოს ფრაქციის "პარტნიორობა თბილისისათვის" წევრი, ვატო სურგულაძე
პროტესტის მონაწილეების მოთხოვნებს ჯანდაცვის სამინისტრო გუშინ განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ხელფასები 100%-ის ნაცვლად, 60%-მდე გაეზრდებოდათ, რაც სოც. მუშაკებისთვის მიუღებელია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,