საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 39
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 39 შეადგინა.
ქვეყანაში 21 აპრილამდე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.
მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევა არის დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056 ადამიანი, გარდა ამისა კარანტინშია ორი მუნიციპალიტეტი - მარნეული და ბოლნისი.ქვეყანაში 21 აპრილამდე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.