16/05/221 237 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კელი დეგნანი ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე - ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები მის დროულობასთან, საქმეში არსებულ ბრალდებებთან და პროცესთან დაკავშირებით

ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები მის დროულობასთან, საქმეში არსებულ ბრალდებებთან და პროცესთან დაკავშირებით. ადამიანები საქართველოში დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ საქმეში არ ყოფილა პოლიტიკური ჩარევა და არ განხორციელდა შერჩევითი დევნა,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღქმაც კი, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი დევნა, ძირს უთხრის საზოგადოების რწმენას მსგავსი საქმეების შედეგების მიმართ.
„მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. იმ პოზიციაში არ ვარ, რომ საქმის არსებით ნაწილზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები მის დროულობასთან დაკავშირებით, საქმეში არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, პროცესთან დაკავშირებით. ადამიანებს საქართველოში უნდა სჯეროდეთ, რომ განაჩენი სამართლიანია, ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ საქმეში არ ყოფილა პოლიტიკური ჩარევა და არ განხორციელდა შერჩევითი დევნა. აღქმაც კი, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი დევნა, ძირს უთხრის საზოგადოების რწმენას მსგავსი "ქეისების" შედეგების მიმართ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ დღეს იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოს სჭირდება გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს სასამართლო სისტემას, გახდის მას უფრო მეტად დამოუკიდებელს, მეტად მიუკერძოებელს. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის მშენებლობაში და ახლა სამუშაო პროცესი უნდა გაგრძელდეს.
როდესაც საქმე თავის თავში მოიცავს მედიასაც, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომ ის იყოს გამჭვირვალე და იყოს ძალიან ცხადი, რომ მასთან გამკლავება მიუკერძოებლად მოხდა. სხვა შემთხვევაში ორი კონსტიტუციური პრინციპი დგება საფრთხის წინაშე - მედია დამოუკიდებლობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს უბრალოდ არსებითია საქართველოში არსებული გარემოს გათვალისწინებით, სადაც ყველა ამდენად სწრაფია ერთმანეთზე თავდასხმაში.“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ რეფორმები, რომლებიც სასამართლო სისტემისადმი მოსახლეობის რწმენას აღრმავებს, არის საკვანძო ამ პროცესში.
„ჩვენ, ყველას გვსურს ვიხილოთ საქართველოს წარმატება მის წევრობის მისწრაფებებთან დაკავშირებით ევროკავშირსა და ნატოში. ჩვენ ყველა ვმუშაობთ ამ შედეგისთვის. რეფორმები რომელიც იწვევს საზოგადოების რწმენას სასამართლო სისტემის მიმართ, არის საკვანძო ამ პროცესში“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,