17/05/22551 ნახვა წყარო: timer.geფოტო: timer.ge

უკრაინის გენშტაბი – რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის მიმართულებით უკან დაიხიეს

სევეროდონეცკის მიმართულებით, სიროტინეს დასახლებასთან, მოწინააღმდეგემ საბრძოლო მოქმედებების დროს დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, რუსეთი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში და ძირითადი ძალისხმევა დონეცკის მიმართულებით აქვს ფოკუსირებული.
„ჩრდილოეთის მიმართულებით მოწინააღმდეგე აგრძელებს უკრაინა-რუსეთის საზღვრის გაძლიერებულ დაცვას. სუმის ოლქის ბილოკოპიტოვეს დასახლების ტერიტორიაზე მტერმა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებს ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნა.
სლობოჟანსკის მიმართულებით, მოწინააღმდეგის ძირითად ძალისხმევა მიმართულია თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეტევის შეკავებაზე.
ხარკოვის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია პოზიციების შენარჩუნებასა და ჩვენი ჯარების წინსვლის აღკვეთაზე. სლოვიანსკის მიმართულებით – მტერი ავსებს დანაკარგებს, ცდილობს განაახლოს შეტევა.
დონეცკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ნაღმტყორცნების, არტილერიის, სარაკეტო ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ცეცხლის გახსნას და ავიაციის გამოყენებას.
ლიმანის მიმართულებით, მოწინააღდეგე ახორციელებდა შეტევით ოპერაციებს დრობიშევის დასახლების ტერიტორიაზე,”- აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით მტერი იბრძოდა ვისკრივას და კამიანკას დასახლებების ტერიტორიებზე, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. ასევე, კურახივის მიმართულებით რუსულმა ძალებმა შეტევა დაიწყეს ვუჰლედარის დასახლების მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
„შავი ზღვის წყლებში, კუნძულ „ზმეინის“ მახლობლად, დაფიქსირდა სამაშველო ოპერაციების ჩატარება რუსული სადესანტო ხომალდის განადგურების ადგილზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.
გენერალური შტაბი რუსული ძალების მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში განცდილ დანაკარგებზეც ავრცელებს ინფორმაციას.
„გასული დღის განმავლობაში სახმელეთო და საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ხუთი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: Су-25 ტიპის თვითმფრინავი, სამი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და ფრთოსანი რაკეტა.
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტრის თერთმეტი შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 5 ტანკი, ერთი საზენიტო სარაკეტო სისტემა, 6 საარტილერიო სისტემა, 12 ერთეული ჯავშანტექნიკა და მტრის ერთი საავტომობილო ტექნიკა,“- აცხადებენ გენშტაბში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,