28/01/201 572 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

ლომჯარიამ პატიმრებთან შესვლის გასაჯაროება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს აცნობა

სახალხო დამცველი სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა და საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ ნინო ლომჯარიამ კომისარს მიაწოდა ინფორმაცია იუსტიციის მინისტრისა და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევების შესახებ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეს პერსონალური მონაცემების უკანონო გასაჯაროება და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა კომისარს პროცესზე დაკვირვება და სახალხო დამცველის, როგორც ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის მხარდაჭერა სთხოვა. გარდა ამისა, ევროპის ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები. აპარატის ცნობით, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს და კომისარს ამ საკითხებთან დაკავშირებით გააქტიურება სთხოვა.
"საუბარი ასევე შეეხო ასევე, სასამართლოს დამოუკიდებლობის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, არასამთავრობო სექტორზე და ადამიანის უფლება დამცველებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს", - აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას სახალხო დამცველი მოადგილეებთან: თამარ გვარამაძესთან, გიორგი ბურჯანაძესთან და ეკატერინე სხილაძესათან ერთად დაესწრო.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, სახალხო დამცველს 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდა, სადაც ციხეებში მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს განიხილავდნენ. მინისტრმა სახალხო დამცველი გააკრიტიკა და უთხრა რომ მისი წარმომადგენლები პატიმრებთან დახეული ჯინსებით დადიან, რაც შეუფერებელია. მან კომიტეტზე პატიმართან შეხვედრის ვიდეოც აჩვენა, რომელიც მოგვიანებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
23 იანვარს, სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდნენ, რომ სახალხო დამცველი და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ე.წ მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს შეხვდა.
24 იანვარს, ლომჯარია თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ბრიფინგით გამოეხმაურა და იუსტიციის მინისტრის მიერ ომბუდსმენისთვის ხელშეშლის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. ამის შემდეგ პენიტეციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ კანონდარღვევებზე ლომჯარიას დასახელებული ნორმები არარელევანტურია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA