14/04/201 134 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან რატიანი - 62 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან ეწერება - რეანიმაციაში რჩება 5 პაციენტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, 62 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც თავდაპირველად მძიმე იყო, გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს. მისივე ინფორმაციით, თსსუ-ს კლინიკას დღეს დატოვებს კიდევ ერთი, 65 წლის გამოჯანრთელებული პაციენტი.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუხადა, 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გაუმჯობესდა და ის თერაპიულ განყოფილებაში გადაჰყავთ. მისივე ინფორმაციით, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში 5 პაციენტი რჩება.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 85 პაციენტი, აქედან კორონავირუსით ინფიცირებული არის 67. ჩვენ გვყავდა პირველი კრიტიკული პაციენტი, 62 წლის ქალბატონი, მისი მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისას იყო ტერმინალური. მინდა გითხრათ, რომ ეს ქალბატონი რამდენიმე საათში კლინიკიდან ეწერება გამოჯანმრთელებული მდგომარეობით. ასევე გვყავს ერთი გამოჯანმრთელებული შეთხვევა, 65 წლის ქალბატონი, რომელიც ასევე რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რეანიმაციაში გვყავს 5 პაციენტი. აქედან მძიმე იყო 44 წლის მამაკაცი, რომელთანაც სახეზე იყო კოვიდინფიცირების შემთხვევა, ქრონიკული პათოლოგიების გარეშე. გამოვლინდა ფილტვის მწვავე დაზიანებების სურათი. პაციენტი იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ბოლო 48 საათში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევით დაზიანებები მკვეთრად შემცირებულია და პაციენტი გადადის თერაპიულ განყოფილებაში.
ჩვენ ასევე გყავს 4 პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ერთის მდგომარეობა იყო ტერმინალური. ჩატარებული სიმპტომური მკურნალობის შედეგად, მისი მდგომაროება ამ ეტაპზე სტაბილურია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები გამარტივებულია და ველოდებით უახლოეს საათებში, რომ მოიხსნას მართვითი სუნთქვიდან. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მძიმეა, მაგრამ სტაბილურია“,- განაცხადა რატიანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI