01/07/22884 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ახლა დგება სიმართლის მომენტი, ან ახლა, ან შეიძლება აღარასოდეს... დღეს ჩვენ ვართ ერთი პარტია. მას საქართველო ჰქვია - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 3 ივლისს მთელი სულითა და გულით რუსთაველზე იქნება, რადგან საქართველოში სწორედ ისტორიული მომენტისა და მისიის განცდით დაბრუნდა. 
მისი განცხადებით, ახლა დგება სიმართლის მომენტი და რომ ქვეყანა შეიძლება უდიდესი ისტორიული ტრაგედიის მომსწრე გახდეს - დავრჩეთ ევროპისა და სახელმწიფოებრიობის გარეშე და რუსეთის უბრალო გუბერნიად ვიქცეთ.
"დღეს, ჩემთვის, როგორც უკრაინელისთვის, ამაღელვებელი დღე იყო. უმაღლესმა რადამ თავის ოფიციალურ დროშად გამოაცხადა ევროკავშირის დროშა. და როგორც ქართველისთვის, ეს იყო დეჟა-ვუ.
მინდა შევახსენო ყველას, რომ 2004 წლის იანვარში, საქართველოში პირველად ავწიეთ და დავაკანონეთ ევროკავშირის დროშა. ჩემს ინაუგურაციაზე პირველად გაიჟღერა სიხარულის ოდამ. მას შემდეგ, ევროპისკენ სვლა არ შეგვიწყვეტია და ამას მაშინ ევროპაშიც კი, ბევრი ალმაცერად უყურებდა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნამ, რომლის სათავეშიც ხოსე მანუელ ბაროსოსთან, კარლ ბილდტთან და რადეკ სიკორსკისთან ერთად მეც ვიდექი, საბოლოოდ გამოგვგლიჯა მხოლოდ სამხრეთ კავკასიური ქვეყნის სტატუსი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად გვაქცია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ, 2011 წლის ოქტომბერში, თბილისის თავისუფლების მოედანზე პირველად წარმოთქვა ისტორიული სიტყვები: "საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი". ეს არ თქმულა არც უკრაინაზე და არც მოლდოვაზე. მე ღრმად მწამს, რომ უძველესი ქრისტიანული ქვეყნის ადგილი იყო ევროკავშირში. ეს გზა კი არ იყო ია-ვარდით მოფენილი.
როდესაც 2007 წელს ხალხი გამოვიდა, მე გადავდექი, ხოლო 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ხალხი მასობრივად გამოვიდა ქუჩაში, მათ შორის ახალგაზრდობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით რეგიონის ლიდერები რეფორმებში, მშვიდად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე გადავაბარეთ ხელისუფლება. 2008 წელს, ქართული სახელმწიფოებრიობა ევროპელი ლიდერების თანადგომამაც გადაარჩინა.
ახლა კი, შეიძლება, უდიდესი ისტორიული ტრაგედიის მომსწრენი გავხდეთ. დავრჩეთ ევროპისა და სახელმწიფოებრიობის გარეშე და რუსეთის უბრალო გუბერნიად ვიქცეთ, რომლის ერთი ბინძური ჩექმა უკვე აწვება საქართველოს სხეულს. ხალხის ნების წინააღმდეგ წამსვლელები არიან ძალიან ცოტა და სუსტი, ხალხი კი ძალიან ბევრი და ძლიერია. სახელმწიფო აპარატის უმეტესი ნაწილი სწორ მხარესაა.
ახლა ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, სიმტკიცე. არავის დავუტოვოთ სამოქალაქო მშვიდობის შერყევის შანსიც კი, რათა ერთ დროს მოწინავე და მაჩანჩალა ქვეყანა ისევ ლიდერად ვაქციოთ.
მე ვიჯექი სტრასბურგში ზურაბ ჟვანიას გვერდით, როდესაც მან წარმოთქვა თავისი ისტორიული ფრაზა. ახლა, როდესაც ყველაფერს, რისთვისაც ამდენი თაობა იბრძოდა, წყალში გვიყრიან, მინდა გავიმეორო და განვავრცო ეს ფრაზა: ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე ევროპელები, მაშასადამე მაგრები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი არჩევანის დაცვა!
როდესაც ბათუმს ვაშენებდით, ლაზიკას ვაპროექტებდით, სიღნაღს და ბევრ ადგილს ვქმნიდით, ყოველთვის მსურდა, რომ ყოფილიყო როგორც ევროპაშია. ჩვენ იმისთვის კი არ ვშრომობდით, რომ ჩვენს ქალაქებში ბინები რუსებს ეყიდათ და ქართველები მარწყვის საკრეფად გაეშვათ გერმანიაში. არამედ იმისთვის, რომ ამ ევროპულ გარემოში ჩვენ გვეცხოვრა ევროპულად.
როდესაც ბათუმს ვაშენებდით, ლაზიკას ვაპროექტებდით, სიღნაღს და ბევრ ადგილს ვქმნიდით, ყოველთვის მსურდა, რომ ყოფილიყო როგორც ევროპაშია. ჩვენ იმისთვის კი არ ვშრომობდით, რომ ჩვენს ქალაქებში ბინები რუსებს ეყიდათ და ქართველები მარწყვის საკრეფად გაეშვათ გერმანიაში. არამედ იმისთვის, რომ ამ ევროპულ გარემოში ჩვენ გვეცხოვრა ევროპულად.
ახლა დგება სიმართლის მომენტი. ან ახლა, ან შეიძლება აღარასოდეს. როგორც არასდროს, მჯერა ჩვენი ხალხის თავისუფლებისმოყვარეობის, სწორი განსჯის და ბრძოლისუნარიანობის. ვარდების რევოლუციამ საქართველო დასვა მსოფლიო რუკაზე და ახლა, ჩვენ იქ ხელახლა უნდა დავბრუნდეთ.
3 ივლისს, მე, პუტინის პირადი ტყვე, მთელი სულით და გულით ვიქნები რუსთაველზე, რადგანაც საქართველოში სწორედ ისტორიული მომენტის და მისიის განცდით დავბრუნდი - ვყოფილიყავი ყველაზე საჭირო დროს ჩვენი ხალხის გვერდით.
ახალგაზრდობის დიდი იმედი მაქვს. ჩვენ ყველანი ხიდად უნდა გავეგოთ მათ, რათა ამ თავისუფალმა თაობამ, პირველ რიგში, სწორ ნაპირზე გადასვლა მოახერხოს.
დღეს ჩვენ ვართ ერთი პარტია. მას საქართველო ჰქვია. ამ პარტიის გამარჯვება იქნება თითოეული ქართველის გამარჯვება. ის ერთი ხელის გაწვდენაზეა. იმედით აღსავსე ქართველი და ამაყი უკრაინელი, მიხეილ სააკაშვილი" - წერია წერილში. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA