კელი დეგნანი - ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი პოზიტიური, შესანიშნავი ღონისძიება ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად
"ჩვენ ვსწავლობთ ამ საქმეს. ჯერჯერობით არ ვიცით, დაიწყო თუ არა რაიმე პროცესები ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალადობა მიუღებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ვნახეთ მსგავსი შემთხვევა მედიის წინააღმდეგ. შეშფოთებულები ვართ იმით, რომ რეგიონებში ძალადობას აქვს ადგილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე. შემაშფოთებელია, როცა ძალადობრივი გზით იზღუდება ადამიანის შეკრების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება.
გუშინ არაჩვეულებრივი ღონისძიება გავმართეთ, გვინდოდა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ერთიანდებიან. იმედგაცრუებულები დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი პოზიტიური, შესანიშნავი ღონისძიება ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად" - კელი დეგნანის პირველი კომენტარი ვატო წერეთელზე თავდასხმის შემდეგ