16/04/201 724 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მარინა ეზუგბაია - 30 ახალი შემთხვევა საგანგაშო მაჩვენებელი არაა, იმედი მაქვს, ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით, ქვეყანაში რყევები არ გვექნება

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ყველა მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, 9 თვის ბავშვის მდგომარეობაც. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ამ ბავშვებთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა. შემოსვლიდან დღემდე მათი მდგომარეობა სტაბილურია, ბავშვები ხალისიანები და აქტიურები არიან, იკვებებიან კარგად. პერიოდულად მათ უმნიშვნელო სუფებრილიტეტი აქვთ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ზოგადად, სუბიექტური, ობიექტური და ლაბორატორიული მონაცემების შეჯერებით მათი მდგომარეობა მსუბუქია“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ 30 ახალი შემთხვევის დაფიქსირება საგანგაშო მაჩვენებელი არ არის და განმარტა, რომ თუ აღნიშნული მონაცემი ასეულს არ გადააჭარბებს და ინფიცირებულთა რაოდენობა ზომიერად მოიმატებს ქვეყანაში რყევები არ იქნება.
„თუ ეს 30 შემთხვევა სცილდება ძველ კლასტერებს და არის ახალი კლასტერები, იმედია, რომ ამ ახალ კლასტერებსაც, ასე ვთქვათ, შემოვღობავთ და არ მივცემთ საშუალებას, რომ გავრცელდეს და ამ გავრცელებამ მიიღოს დაუძლეველი ხასიათი, ანუ უკონტროლო არ გახდეს და გაგრძელდეს ახალი შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება. 30 შემთხვევა არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. თუ ჩვენ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედი მაქვს, რომ ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით, რყევები ქვეყანაში არ გვექნება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ როგორმე დავძლიოთ ეს პრობლემა,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30-ით გაიზარდა და 336 შეადგინა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA