16/04/201 618 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - ძალიან ბევრს აქვს სურვილი, რომ შეიქმნას ე.წ. ეკლესიის კლასტერი, ეს არ უნდა დავუშვათ

რეალობას თვალი გაუსწორა საპატრიარქომ, არ დაიხურება ეკლესია, მაგრამ ხალხმა უნდა გაითავისოს მთავარი რამ, ძალიან ბევრს აქვს სურვილი, რომ შეიქმნას ე.წ. ეკლესიის კლასტერი, ეს არ უნდა დავუშვათ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საპატრიარქოს და მთავრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა. დეპუტატი აცხადებს, რომ ეკლესიაში შეკრებით დაავადების გავრცელება არ უნდა დავუშვათ. მისი თქმით, მორწმუნე ადამიანები სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია და აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილებაც, რაც მთავრობამ შესთავაზა საპატრიარქოს.
„პოლიტიკური შეხედულებები ამ საკითხზე საკმაოდ განსხვავებული და დაპირისპირებულია ერთმანეთთან, მაგრამ აქ პოლიტიკურ შეხედულებებს, ცალკეული პირების შეხედულებებს სასულიერო პირები იქნებიან ისინი თუნდაც, თუ სამოქალაქო პირები, არავითარი მნიშვბელობა არ აქვს თუ არ გავითვალისწინებთ მთავარ თემას -ეკლესია უნდა გადავარჩინოთ და ჩვენი ხვალინდელი დღე უნდა გადავარჩინოთ. ჯანმრთელობაზე არ არის აქ საუბარი მხოლოდ, აქ საუბარია იმაზე, იარსებებს თუ არ იარსებებს სახელმწიფო და დაინგრევა თუ არა არამარტო ჯანმრთელობის მკვეთრი პრობლემების, არამედ ეკონომიკური პრობლემების გამო. ეს არის რეალობა, ამ რეალობას თვალი გაუსწორა საპატრიარქომ, მოუწოდებს ყველას, არ დაიხურება ეკლესია, მაგრამ ხალხმა უნდა გაითავისოს მთავარი რამ, ძალიან ბევრს აქვს სურვილი რომ შეიქმნას ე.წ. ეკლესიის კლასტერი, არ უნდა დავუშვათ ეს, ვინაიდან ეკლესია, სარწმუნოება არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი რაზეც სახელმწიფო დგას და გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი - მეცნიერებაზე, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული მოსაზრება, რომელსაც იზიარებს სამოქალაქო ხელისუფლებაც და სასულიერო იერარქიაც. არ უნდა დავუშვათ ის, რომ ამ მიზეზით, ლიტურგიის, ეკლესიის მიზეზით, იმ მიზეზით ვინც შეიკრიბება ეკლესიის გარეშემო ან ეკლესიაში, მოხდეს დაავადების გავრცელება. დაუშვებელია ეს მორწმუნეთათვის, არამორწმუნეთათვის, პრაგმატული თვალსაზრისით, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ეს. სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია ყველა მორწმუნე, რომელიც დღეს ამ ვითარებას ადევნებს თვალყურს, აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილებაც რაც მთავრობამ შესთავაზა საპატრიარქოს და გადაწყვეტილება, რაც მიიღო საპატრიარქომ.
ყველას მოვუწოდებთ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს განცდა, რომ შეიძლება არ ამხოლოდ თავის თავი, არამედ სასულიერო პირები, ოჯახის წევრები დააზიანოს, უნდა დარჩეს სახლში და ეს არ არის ცოდვა, ყველა შემთხვევაში მონანიება ყველა ცოდვისა შეიძლება, გარდა იმისა, რასაც ქვია სახელმწიფოს ფუნდამენტის დანგრევა და ეკლესიისთვის ზარალის მიყენება,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA