06/09/221 042 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილი მისი მეგობარი არ არის, მაგრამ თანამებრძოლია

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას შორის ურთიერთობის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას „TV პირველის" ეთერში გამოეხმაურა ნიკა მელია. როგორც მელიამ თქვა, მიხეილ სააკაშვილი მისი მეგობარი არ არის, მაგრამ თანამებრძოლია
„მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ თანამებრძოლები. მე ვარ იმ პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა. მიხეილ სააკაშვილია არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე. ამას ისტორია შეაფასებს, მაგრამ მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ ვართ, ძმაკაცები არ ვართ და ალბათ ვერც ვერასდროს ვიქნებით, ბევრი მიზეზის გამო. ამას დრო სჭირდება, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი უნდა გაიარო. რასაც მეგობარი ჰქვია... ბევრი ძალიან კარგი ადამიანი, ახლობელი ადამიანი, თანამებრძოლი... მაგრამ მეგობარი არ შეიძლება ბევრი გყავდეს. არც მას ჰყავს, დარწმუნებული ვარ, ბევრი მეგობარი და არც მე შეიძლება მყავდეს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ... კი, ძალიან ბევრი გვიკამათია, ბევრს ვიკამათებთ იმაზე ცხარედ, ვიდრე ბევრს ჰგონია, მაგრამ იმაზე დიდი შეურაცხყოფა არ შეიძლება იყოს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, როდესაც ასეთი კითხვა ტივტივდება ხელოვნურად ადამიანზე, რომელიც დღეს არის ტყვეობაში. ბევრად ახლოს ვარ ნიკა გვარამიასთან, მიმაჩნია, რომ ის არის ჩემი მეგობარი, მე ვარ მისი მეგობარი. მიხეილ სააკაშვილი სხვა მასშტაბია, ეს ერთი, მაგრამ „ვერ ვიტანთ ერთმანეთს“, - ეს არის სურვილი ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის", - თქვა ნიკა მელიამ.
როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, სააკაშვილთან აქვს სხვადასხვა ადამიანის მეშვეობით კომუნიკაცია, მაგრამ არცთუ ისე ხშირი.
ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ ნიკა მელიას მიერ დაყენებულ მოთხოვნას ირაკლი კობახიძე ამ სიტყვებით გამოეხმაურა: თუ არ ვცდები [მელიას ბრიფინგზე] ეს სიტყვები იყო გამოყენებული: „უმძიმესი კრიზისი“. ერთადერთი ადგილი, სადაც არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი არ არის. ამას საზოგადოება ხედავს (ერთმანეთთან დაპირისპირებას), ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები - სააკაშვილი და მელია ერთმანეთს ვერ იტანენ".

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY