28/09/22569 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - ნატო-ს წარმომადგენელმა გვითხრა, თუ რამხელა გულაცრუებაა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით, ანტიდასავლური გზავნილებით

ნატო-ს წარმომადგენელმა გვითხრა, თუ რამხელა გულაცრუებაა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით, ანტიდასავლური გზავნილებით, - ამის შესახებ „ლელო - საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ, ხავიერ კოლომინასა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
როგორც სამადაშვილი განმარტავს, ოპოზიციის ამოცანაა დასავლეთიდან ზეწოლის გაზრდის გზით აიძულონ ხელისუფლება, რომ გადადგან ის ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდება ნატო და ევროკავშირი
„ამ შეხვედრიდან ყველაზე შემაშფოთებელი რაც არის ჩემთვის, არის ის, რომ ნატო-ს გასული წლების განმავლობაში არასდროს ჰქონია ასეთი მკვეთრად კრიტიკული შეფასებები, რაც შეეხება ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმას და იმას, რომ რეფორმები ქვეყანაში არ მიმდინარეობს.
ნატო-ს წარმომადგენელმა გვითხრა, თუ რამხელა გულაცრუებაა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით, იმ ანტიდასავლური გზავნილებით, მათ შორის თავდასხმებით ევროკავშირის და აშშ-ს ელჩებზე, ზოგადად დასავლეთის მიმართულებით რაც ისმის საქართველოს ხელისუფლებისგან.
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც ასეთ ანტაგონისტურ ურთიერთობებში შევიდა დასავლეთთან, მათ შორის, ნატო-ს პარტნიორებთან. ეს არის მათი მთავარი პრობლემა. მათ დიდი სურვილი აქვთ და დიდი სურვილია, რომ მხარდაჭერა განხორციელდეს. ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები.
ჩვენი ამოცანაა, დასავლეთიდან ზეწოლის გაზრდის გზით ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, რომ გადადგან ის ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდება ნატო და ევროკავშირი“,- აღნიშნავს სამადაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA