29/09/22612 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აფგან მუხთარლი გომელაურის გადადგომას ითხოვს - ჟურნალისტმა მთავრობასა და პარლამენტს ოფიციალურად მიმართა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს, თბილისიდან მისი გატაცების საქმესთან შესაძლო კავშირის გამო. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა მთავრობის კანცელარიას და საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა გომელაურის გადადგომის მოთხოვნით.
"ჩვენ მოვითხოვთ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას. როგორც იცით, სოსო გოგაშვილმა მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ ჩემი მოტაცება სწორედ გომელაურის ორგანიზებული იყო. ახლა გომელაური შს მინისტრია და მას შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს გენერალურ პროკურორზე. მე მინდოდა, დაწვრილებით გავცნობოდი სოსო გოგაშვილის ჩვენებებს, რაზეც თავდაპირველად პროკურატურამ მითხრა, რომ პრობლემა არ იქნებოდა. თუმცა, როდესაც მივედით პროკურატურაში, ამაზე უარი გვითხრეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მიღებულ იქნა მთავრობის ზეწოლის ქვეშ, რადგან მათ გომელაურის შენარჩუნება უნდათ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. დემოკრატიულ ქვეყნებში, როდესაც მინისტრი თავად არ მიდის თანამდებობიდან, მისი გათავისუფლება შეუძლია პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ეს არ მოხდა"- ამბობს მუხთარლი. 
მუხთარლი საკუთარი მოთხოვნის საფუძვლად ამჟამად პატიმრობაში მყოფი სუს-ის მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის აღიარებას ასახელებს. გოგაშვილმა ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ყვებოდა, რომ მუხთარლის მოტაცება გომელაურის უშუალო მონაწილეობით და ივანიშვილის მითითებით მოხდა.
ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, 30 მაისს დააპატიმრეს. ის წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები. 
მუხთარლი ამჟამად პოლიტიკური დევნილის სტატუსით, ევროპაში ცხოვრობს. გოგაშვილის აღიარების შემდეგ ის თბილისში კიდევ ერთხელ ჩამოვიდა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ