20/04/201 826 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მესტიაში, სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მესტიაში, სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მულახის თემის რწმუნებულმა სოსო ზურაბიანმა განუცხადა, შემთხვევამდე შელაპარაკება მოხდა თანამშრომლებს შორის, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის ერთი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით გარდაიცვალა.
"სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები არიან ორივენი. ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა მკვლელობა. შელაპარაკება ჰქონიათ, გარდაცვლილი ნასვამი ყოფილა. გაისროლა თანამშრომელმა. ორივე სამსახურში იყო. ის მეორე არ არის დაკავებული. არავინ იცის, გაიქცა იქიდან, სადღაც ტყეში გავიდა, ეძებენ და ვერ პოულობენ. 35-38 წლის ბიჭები იქნებოდნენ, მეგობრები იყვნენ", - განაცხადა სოსო ზურაბიანმა.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.