ზელენსკის ნატოში სწრაფად გაწევრიანება სურს, ალიანსს III მსოფლიო ომის დაჩქარებას ევედრება - მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევის ამბობს, რომ NATO-ში გაწევრიანებით, ზელენსკი ალიანსს მესამე მსოფლიო ომის დაჩქარებას სთხოვს.
"ზელენსკის NATO-ში სწრაფად გაწევრიანება სურს - შესანიშნავი იდეაა, უბრალოდ ევედრება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დააჩქაროს მესამე მსოფლიო ომის დაწყება", - წერს ტელეგრამზე მედვედევი.ცნობისთვის გუშინ, 30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადს აკეთებს.