03/10/22792 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა - შარლ მიშელის საჯარო გზავნილი ხელისუფლებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საჯარო გზავნილი და ღია მინიშნება სამართლებრივი უფლებების დარღვევაზე. ნიკა გვარამიას საქმეზე შარლ მიშელის წერილის უშუალო ადრესატიც თავად პოლიტპატიმარი მედია მენეჯერია, თუმცა წერილის შინაარსი ასევე განკუთვნილია "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის.
სასჯელის კანონიერება, მისი სახე და ვადები არის მთავარი კითხვები, რომლებიც ევროპელ პოლიტიკოსს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აქვს. შარლ მიშელი განმარტავს, რომ ამ თემებზე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშიდან გამომდინარე და განაგრძობს ყურადღებით დაკვირვებას გვარამიას სასამართლო პროცესზე, რომელიც ხვალ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. 
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ნიკა გვარამიას საქმის მიმდინარეობას. გავეცანით სახალხო დამცველის განცხადებას, რომელიც ეჭვს გამოთქვამს სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას ნიკა გვარამიას საქმეზე როგორც ბრალდების, ასევე სასჯელის კუთხით.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლოს უფლება.
კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. მათ შორის ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის გათვალისწინებით. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყონ სასამართლო სისტემის ინკლუზიური და ყოვლისმომცველი რეფორმა.
ეს პუნქტი 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და ახლახანს მიღებული, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგითაა გათვალისწინებული.
ევროკავშირი გააგრძელებს ნიკა გვარამიას საქმეზე დაკვირვებას" - ნათქვამია წერილში. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY