უკრაინა ოფიციალურად უარს ამბობს პუტინთან მოლაპარაკებებზე - ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა
უკრაინა ოფიციალურად ამბობს უარს პუტინთან მოლაპარაკებებზე - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უკრაინა ვერ აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.
შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. პრეზიდენტის ბრძანებულებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
შეგახსენებთ, პუტინმა უკრაინას მოლაპარაკებები და"ომის შეწყვეტა" 30 სექტემბერს, უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის ანექსიის გაფორმების პარალელურად შესთავაზა. ზელენსკიმ იმავე დღეს, უკრაინის უშიშროებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეუთვალა უარი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს.
გარდა ამისა, იმავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით.