04/10/22697 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

ზელენსკიმ ბათილად ცნო პუტინის განკარგულებები ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ანექსიის შესახებ ბათილად არის ცნობილი. 
ამის შესახებ პრეზიდენტის 4 ოქტომბრის No687/2022 განკარგულებაშია ნათქვამი.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია მის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში და უკრაინის სუვერენიტეტი ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე.
ის აღნიშნავს, რომ 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტის თანახმად, უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია და ადასტურებს უკრაინის განუყოფელ სუვერენულ უფლებას აღადგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვარზე. 
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის ზოგადი საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს და უკრაინის არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მათ შორის უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე 2003 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებას, რომელიც არ შეიძლება დაირღვეს გარემოებების ფუნდამენტური ცვლილების შედეგადაც კი, ხელშეკრულებების სამართლის 1969 წლის ვენის კონვენციის 62-ე მუხლის შესაბამისად.
ზელენს ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე ოფიციალურად უარს ამბობს. ის აღნიშნავს, რომ ეს უკრაინის პასუხია პუტინისადმი, რომელმაც ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA